რეზონანსი
27.02.2020

საქართველოს მთავრობის სხდომაზე საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებაზე მსჯელობენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სისტემა სიტუაციას აკონტროლებს.

გახარიას თქმით, მთავრობა მუდმივ კონტაქტზეა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზაციასთან.

გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა, გაითვალისწინონ რეკომენდაციები.

„ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები სრულად აკონტროლებენ ვითარებას, მთავარია, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გახარიას თქმით, შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად საზღვარზე მოხერხდა ამ ვირუსის დადგენა და ადამიანს, რომელსაც კორონავირუსი დროულად დაუდგინდა, სხვა მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×