რეზონანსი
26.02.2020

საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუფიქსირდა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით ვირუსი პაციენტის ორგანიზმში მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს და მას გართულებები თან არ ახლავს.

შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ადასტურებს, რომ ამ ეტაპისთვის პაციენტი მთავსებული არის ცალკე სივრცეში, მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შესახებ გააკეთა განცხადება. დაინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა. მან ირანში ერთი კვირა გაატარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×