
ცნობილი ამერიკელი ფანტასტის დინ კუნცის 1981 წელს გამოცემულ რომანში სახელწოდებით „სიბნელის თვალებით" აღწერილია წლეულს ჩინეთში გავრცელებული კონოროვირუსის მსგავსი ვირუსი "უხან-400".
როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, ეს ბიოლოგიური იარაღი ქალაქ უხანში მდებარე ლაბორატორიაში იყო შექმნილი.
„ეს ვირუსი იდეალური იარაღია და ებოლაზე გაცილებით უარესიც კი არის," - აღნიშნავდა იგი.
„უხან-400", ისევე როგორც სიფილისი, მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში ცხოვრობს, სხვა არც ერთ არსებას არ შეიძლება ამ ვირუსით დაავადება. როგორც კი ადამიანი მოკვდება და მისი სხეულის ტემპერატურა 30 გრადუსს ჩამოცილდება „უხან-400"-იც მაშინვე იღუპება.
ამასთან აღსანიშნავია, რომ რომანში ვირუსის დასახელება თავიდან "გორკი-400"იყო , ხოლო მისი სახელი ავტორმა 1989 წლის გამოცემაში შეცვალა.
