
ნიკუშა ჭიჭიკოშვილი 2017 წელს ნამდვილი ინტერნეტ-ვარსკვლავი გახდა. ბიჭუნას ვიდეომ ინტერნეტსივრცეში მილიონობით ნახვა დააგროვა და "ქართველი ლუი ანდერსონი" მთელმა საქართველომ შეიყვარა. ახლა ნიკოლოზი 10 წლისაა და უმძიმეს მდგომარეობაშია. ბავშვს დაბადებიდან აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები - თირკმელების უკმარისობა. ის გადანერგილი თირკმელით ცხოვრობს, თუმცა ბოლო 2 დღეა მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ნიკუშა ინგოროყვას კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის. "ამბები" ბავშვის მამას, ზურაბ ჭიჭიკოშვილს დაუკავშირდა:
"2 დღის წინ ნიკუშას ინსულტი დაემართა და თავის ქალა აქვს ახდილი. თირკმლის პრობლები ჰქონდა, მაგრამ ახლა იმდენად რთული სიტუაცია გვაქვს, რომ ეს უკვე მეორეხარისხოვანია. სიცოცხლისთვის იბრძვის ამჟამად...
ადამიანს, რომელიც დიალიზზეა, დიდი შანსია რომ განუვითარდეს ინსულტი. სავარაუდოდ, ნიკუშას შემთხვევაშიც ინსულტი დიალიზმა გამოიწვია..." - განაცხადა ზურაბ ჭიჭიკოშვილმა.