
ქუთაისში მდებარე სოციალურ საცხოვრისში, მერიის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
საცხოვრისის მობინადრეებსა და მერიის წარმომადგენელს შორის, ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საბინაო სამსახურის თანამშრომლებმა, საცხოვრისში შესასახლებლად კიდევ ერთი ადამიანი მიიყვანეს.
აღნიშნული ფაქტი ქუთაისის მერიაში დაaდასტურეს.
როგორც მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე აცხადებს, დაპირისპირება საცხოვრისის დერეფანში მოხდა. მისივე ინფორმაციით ცემის ფაქტს წინ უძღოდა საცხოვრისში უსახლკარო ადამიანის მიყვანა, რასაც მობინადრეების პროტესტი მოჰყვა.
საცხოვრისის მკვიდრები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ობიექტში ყველა უსახლკარო ადამიანის შესახლებას.
დაპირისპირების შემდეგ მერიის თანამშრომლებმა უსახლკარო პირი უკან გააბრუნეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
წყარო: „რეპორტ.ჯი"