რეზონანსი
24.02.2020

„2020NEWS"-მა თურქეთში მყოფ თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

მაჩალიკაშვილმა სააგენტოს დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

ამასთან, როგორც მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ამჟამად თურქეთში იმყოფება, რათა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტე გამსახურდია მოინახულოს, რომელიც თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

„ოდესის ერთ-ერთ ტელევიზიაში ვიყავი მიწვეული, შემდეგ კიევში მიმიწვიეს. მქონდა დაგეგმილი, რომ სააკაშვილს უნდა შევხვედროდი. სააკაშვილთან საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბრე. ის მსოფლიოს რეფორმატორი ადამიანების რიგებში შედის. სააკაშვილი მსოფლიო დონის პოლიტიკოსია. მას უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზეც ვესაუბრე. ყველაფერს დეტალეურად ვერ მოვყვები.

კანონი არ მზღუდავს, ვისაც მინდა შევხვდები და დაველაპარალები. შევხვდი იმ ადამიანებს, რომლებთანაც დალაპარაკება საჭირო იყო. ჩემს შორეულ ჩეჩენ მეგობრებს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის მეგობრები არიან, ჰქონდათ სურვილი, რომ ზელენსკის შევხვედროდი, თუმცა ვერ შევხვდი. ვფიქრობ, რომ ზელენსკის მეორე ჩასვლაზე შევხვდები." - ამბობს მაჩალიკაშვილი.

წყარო: „2020NEWS“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×