რეზონანსი
24.02.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სახლთან სამართალდამცველების მობილიზების მიზეზს განმარტავს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ნუცუბიძეზე, საცხოვრებელ კორპუსში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

„პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ.

გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით",- განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში

წყარო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×