რეზონანსი
24.02.2020

პატარა ანიტას დედა მარიკო სადრაძე ფეისბუქ-გვერდზე "ანიტასთვის" საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს: 

"მოგესალმებით! ანიტას გულშემატკივარი უსაყვარლესი გოგონების წყალობით, ძალიან ლამაზი დღე გვქონდა, რისთვისაც მინდა თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ დიდი მადლობა.

დავესწარით წირვას ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში, მოვისმინეთ მამა სერაფიმეს საოცარი გალობა და ეკლესიის ეზოში დავრგეთ ანიტას სახელობის ზეთისხილის ხე.

შემდეგ გადავინაცვლეთ სვეტიცხოველში და უფლის კვართი შევამკეთ ანიტას ულამაზესი თაიგულით. 

ბოლოს კი მოვილოცეთ სამთავროს დედათა მონასტერი. მამა გაბრიელის ლუსკუმას შევწირეთ ტორტი და ულამაზესი ყვავილები. დავაპურეთ გაჭირვებულები ანიტას საყვარელი ხაჭაპურებით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×