რეზონანსი
23.02.2020

სამხრეთ აფრიკელმა პასტორმა, სახელად "ნათელი მონიეკი", ე.წ. "ზებუნებრივი წირვის" შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა, რომ მისი მრევლი არ უნდა შეუშინდეს სიკვდილს, რადგან ისინი რწმენაში არიან და არ დაიხოცებიან, თუნდაც ვირთხის საწამლავი დალიონ.

ამ სიტყვების შემდეგ მონიეკიმ ფართოდ გავრცელებული საწამლავი Rattax წყლიან ბოთლში ჩაასხა და მრევლს მოუწოდა, ეს მოწამლული წყალი დაელიათ.

პირველი ყლუპი ბოთლიდან თავად მონიეკიმაც მოსვა, რის შემდეგადაც მრევლი თავისი ფეხით გაემართა პასტორისკენ, რათა მოწამლული სითხე მიეღოთ.

როგორც მოსალოდნელი იყო, მრევლი მოიწამლა. რამდენიმე ხნის შემდეგ მუცლის ტკივილის ჩივილით 18 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 5 მათგანი გარდაიცვალა.

მონიეკი მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

წყარო: „ნიუპოსტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×