რეზონანსი
23.02.2020

ბიჭს, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და ნათხოვარი მანქანებით სხვადასხვა რაიონში უსასყიდლოდ არიგებდა მანქანა აჩუქეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანა მარშანია ავრცელებს.

ცნობისთვის, ეს ადამიანი ზაქარია დოლიძეა, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ კეთილ საქმეს აკეთებს. მან უკვე საქართველოს ბევრი რეგიონი მოაიარა და არაერთ ძაღლს თავშესაფარი აჩუქა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაქარია თავშესაფართან ერთად ცხოველებს საკვებსაც უტოვებს.

ახალგაზრდა ამ ყველაფერს, უბრალოდ კეთილ საქმეს უწოდებს.

ზაქარია დოლიძის შესახებ "რადიო თავისუფლების" სიუჟეტიდან გახდა ცნობილი.

წყარო: „ფორტუნა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×