რეზონანსი
23.02.2020

თელავში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა გვიან ღამით თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი მანქანა სატვირთოს შეეჯახა.

ადგილზე დაიღუპა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ერთი დაშავებული კი, თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×