რეზონანსი
23.02.2020

უხანში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას იმ საავადმყოფოს ადმინსტრაცია ავრცელებს, სადაც ექიმი გასტროენტეროლოგიის დეპარტამენტში მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ექიმი ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში 19 იანვარს შეიყვანეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი უხანის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

„23 თებერვალს, დილის 6:30 საათზე ის უხანის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მწუხარებას გამოვთქვამთ ექიმ სია სისის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს,"- ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩინეთში კორონავირუსით ექიმის გარდაცვალების რამდენიმე შეთხვევა დაფიქსირდა.ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის 3 000-ზე მეტი წარმომადგენელია დაინფიცირებული

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×