
სოფელ ჭალაში 17 წლის მოზარდმა მძინარე მამა სანადირო თოფით მოკლა, რის შემდეგაც ლეიბით სარდაფში გაათრია და დამალა.
როგორც დაკავებულის ბიცოლა ამბობს, ბიჭმა ამის შემდეგ ვითომდა მამის ძებნა დაიწყო, რომ მეზობლებს და ახლობლებს ეჭვი არ გასჩენოდათ. მამის მოსაძებნად მეზობლებთან ერთად ტყეშიც წავიდა.
მოგვიანებით, გარდაცვლილი სარდაფში იპოვეს. პოლიციის თანხლებით ბიჭმა მამის მკვლელობა აღიარა.
როგორც დაკავებულის ბებია აცხადებს, მისმა შვილიშვილმა მამაზე შური საყვედურის გამო იძია. ბებია იხსენებს, რომ მისმა შვილმა ბიჭს ტელეფონი განვადებით უყიდა, რომელიც მოზარდმა დაალომბარდა. ამის გამო მამამ შენიშვნა მისცა. ბებიის თქმით, სწორედ ეს ვერ აპატია ბიჭმა მამას და მძინარეს სანადირო თოფი ესროლა.
ბიჭის დედა გარდაცვლილია. ოჯახი სოციალურად დაუცველია.
ბიჭის ძმაც პატიმარია, ის სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდის.
გარდაცვლილი 51 წლის გელა კიპაროიძეა.
წყარო: დაიჯესტი