რეზონანსი
21.02.2020

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი,  ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურება.

“ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ ან ეთერში გეყოლებათ, ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონსტრანტს.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის, რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ.

P.S. ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს. ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე”, - წერს თინა ხიდაშელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×