რეზონანსი
21.02.2020

ქობულეთთან ავტოავარია მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ერთი პირი დაიღუპული დახვდათ, ერთი დაშავებული კი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვლილი სოფელ ბობოყვათის მკვიდრი, დაახლოებით 58 წლამდე მამაკაცია. მოქალაქეები ამბობენ, რომ მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად კი, ხრამში გადავარდა. სამაშველო სამსახურმა მანქანა ხრამიდან ამოიყვანა. გარდაცვლილი და დაშავებული ერთი ოჯახის წევრები არიან.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების  ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ერთ შემთხვევაში მუხლი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, მეორე შემთხვევაში კი ჯანმრთელობის დაზიანებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×