რეზონანსი
20.02.2020

ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი არაოფიციალურ შეხვედრას მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან მართავს.

ადგილზე მივიდნენ აქტივისტები, ხელისუფლების მხარდამჭერები, ადგილზე იმყოფება ასევე ია მეტრეველი. ისინი აცხადებენ, რომ მერაბიშვილს საუბრის შესაძლებლობას არ მისცემენ.

"როგორც ახლა შევიდა უკანა გზიდან, სულ ასე ივლის უკან...

ასე ვირხთებივით შემოიპარონ და ასე ვირთხებივით გაიპარონ.

დღეს აქ რატომ ვართ? პროზექტურის მინისტრი რომ იყო ვანო მერაბიშვილი, არაფრის მინისტრი რომ არ იყო, რომ გამოვიდა და მუხლდაჩოქილს უნდა ეხვეწნა და ისეთი ბოდიშები უნდა ეხადა ამ ქალისთვის (ია მეტრეველს გულისმხობენ) და არა მხოლოდ ამ ქალისთვის, მთლიანად საქართველოსთვის - დღეს კიდევ დამხობით რომ იმუქრება, ვის ამხობს? გამოვიდეს, დაგველაპარაკოს.

გამოვიდა გაპრიალებული, გასუქებული, ნაზუქივით..."

წყარო: ალია

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×