
(რეზონანსი) ადრე, ციხიდან ადამიანი ნაწამები გამოდიოდა. დღეს ხედავთ კოსტიუმში გამოწყობილი გამოდის მერაბიშვილი და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, - ამის შესახებ განცხადებას დიმიტრი ხუნდაძე აკეთებს.
მისი თქმით, პრობლემაა, რომ კრიმინალური ქმედების გამო საპყრობილეში ყოფნა პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა და გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ასეთი მძიმე წარსულის მქონე ადამიანი წარუდგინონ საზოგადოებას ლიდერად.
„ადრე ადამიანი ნაწამები გამოდიოდა. ზოგი ამასაც ვერ ახერხებდა. გახსოვთ, ალბათ, ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი - ეს იყო სტაბილური ციფრი - გამოდიოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან. დღეს ხედავთ კოსტიუმში გამოწყობილი გამოდის მერაბიშვილი და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. სხვაობა ნამდვილად არის და ამას დაყვედრება არ სჭირდება. დამხობა, ძალადობა, დაჭერა, გვამები გარედან, შიგნიდან. ეს დასრულებულია. თუ დამხობაზე აქვთ საუბარი, საკუთარ ბალიშზე დაემხონ და კარგად გამოიძინონ", - განაცხადა „ტვ პირველის" ეთერში დიმიტრი ხუნდაძემ.