რეზონანსი
20.02.2020

(რეზონანსი) „ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ როგორც ბოროტი, დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედი", - ამის შესახებ თადაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და არც მოხდება, ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ როგორც ბოროტი, დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედი. ეს სისტემა მან სააკაშვილთან, ბოკერიასთან და სხვებთან ერთად შექმნა. ის რომ, დღეს ეს კრიმინალი და ბინძური სისტემის ერთ-ერთი სახე ასეთი განცხადების გაკეთებას დღესაც ბედავს, ღიმილისმომგვრელია. ის თავად არის დამხობილი და არ მინდა, დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო", - განუცხადა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×