
(რეზონანსი) მეტი ვანო ოპოზიციას, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების მიერ გაკეთებული განცხადებები.
კახა კალაძის თქმით, მერაბიშვილი დროსა და სივრცეშია დაკარგული და რეალობაში გარკვევა სჭირდება.
„მისი განცხადებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვისმინოთ. მეტი ვანო ოპოზიციას", - განაცხადა კახა კალაძე.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.
ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთა. „გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა. მისი თქმით, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება".