რეზონანსი
20.02.2020

(რეზონანსი) სჯობს, თავზე ქუდი კარგად ჩამოიმხოს, მისგან გამწარებულმა ვინმემ არ იცნოს ამ ქალაქსა და ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას.

„დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ და ვისმინეთ ის უპასუხისმგებლო, როყიო, კაცთმოძულეობაზე ორიენტირებული განცხადებები, რომელიც ახასიათებდა წინა ხელისუფლების ერთ-ერთ შემოქმედს, მერაბიშვილს.

რაც შეეხება პოლიტიკურ შანსებს, ვნახოთ. თავისი შემოქმედის კაცი იყო და რაღაცას ვითომ წარმოადგენდა. კაცის კაცად რაღაცა იყო და დანარჩენი ვნახოთ", - განაცხადა კობა კობალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ „საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×