
(რეზონანსი) ვფიქრობ, პირველივე განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანისთვის გარეთ გამოსვლა ადრე იყო და შესაბრუნებელია,- ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური მოძრაობის „ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა, რითაც ვანო მერაბიშვილის მიერ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმურა.
„ეს არის კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის დაცინვა, როდესაც ასეთი ადამიანი გამოყავთ დ ამას პერსპექტივას უტოვებენ. ეს „ქართულმა ოცნებამ" მოახერხა „ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავეებთან მიმართებაში, გინდაც გიგი უგულავა იყოს. ახლა არ ვიცი, რას მოახერხებენ, იმედია, მერაბიშვილს იგივე მდგომარეობაში არ ჩააყენებენ, რომ ის ისევ პოლიტპატიმრად აქციონ" ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ის სასჯელი, რაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა, საკმარისი არაა.
„ამ ადამიანებს საკმაოდ მძიმე დანაშაულებები აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ვფიქრობ, ის სასჯელი, რაც მოიხადეს, არ არის საკმარისი, ყველა დაზარალებული ადამიანი ამ უკმარისობას გრძნობს, განიცდის. თუ ეს ხალხი კიდევ შეეცდება ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლას, თან დამხობით, როგორც თვითონ ამბობენ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს ხალხი ისევ და ისევ ძალადობისთვის არის ორიენტორებული და არა კონსტრუქციული პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ვისაც დამხობა, ხალხზე ძალადობა უნდა, მისი ადგილი იქ არის, სადაც იყო" ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.