რეზონანსი
20.02.2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი თანაგუნდელის, ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმიანება და "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს. იგი წერს, რომ მერაბიშვილი სრულიად უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს და ამაყობს მისი გაუტეხლობით:

"მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ" - დაწერა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×