
ყოფილი პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის განცხადებით, ის ყველა ძველ პოლიტიკურ მეგობარს შეხვდება
საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე. წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცახადა, რომ მას პოლიტიკური გეგმები აქვს, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა რომელიმე პარტიაში აქტივობას ან საერთოდ, შედის თუ არა მის გეგმებში რომელიმე პარტიაში გაწევრიანება.
ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის განცხადებით, ის ყველა ძველ პოლიტიკურ მეგობარს შეხვდება და განცხადებას, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის რიგებში ჩადგება, მოგვიანებით გააკეთებს.
მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დღეს ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.