რეზონანსი
18.02.2020

ახალი ღვინო ქართულ ბაზარზე - მოძრაობა 20/30-იანელებმა დღეს მათ მიერვე ჩამოსხმული ღვინის, „ბიძინაურის", პრეზენტაცია გამართეს. რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე დამსწრეებს მოძრაობის წევრებმა განუმარტეს, რომ ახალი პროდუქტი ივანიშვილის საპატივცემულოდ შეიქმნა.

„ბატონ ბიძინას ქართული ვაზი და ღვინო ძალიან უყვარს. ამაზე არაერთ სატელევიზიო გამოსვლაშიც უსაუბრია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, პატივი ვცეთ მის გატაცებას და ქართულ საზოგადოებას სწორედ ივანიშვილის სახელობის უგემრიელესი ღვინო შევუქმენით. ჩვენი აზრით, ეს ღვინო თითოეული ქართველის ოჯახში უნდა ინახებოდეს და „ვეფხისტყაოსანთან" ერთად პატარძალს მზითვებშიც უნდა მიყვებოდეს" - ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, საბა ყაველაშვილი.

მისივე განმარტებით, ივანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ღვინის შეძენა მსურველებს დღეს, 18:18 საათიდან ხვალ 18:18 საათამდე, 18 ლარად შეეძლებათ. აქციის დასრულების შემდეგ კი "ბიძინაური" 20 ლარი ეღირება. „ბიძინაურის" შეძენა მსურველებს ფეისბუქის საშუალებით შეეძლებათ.

წყარო: girchi.com

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×