რეზონანსი
18.02.2020

(რეზონანსი) საზარელი ტრაგედია მოხდა სამტრედიაში, საჯარო რეესტრში განქორწინების მიზნით მისულ 25 წლის გოგონას მეუღლემ სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. ტრაგედია უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა.

"მთავარი" გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ესაუბრა, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს არაოფიციალურად 1 თვის წინ გაშორდა, ოფიციალურად კი დღეს უნდა მომხდარიყო. სასტიკი მკვლელობის თვითმხილველი გარდაცვლილის მამაა, რომელიც საჯარო რეესტრში შვილთან ერთად მივიდა. მისი თქმით ერთი თვის განმავლობაში დამნაშავე შერიგებას პერმანენტულად თხოვდა მის შვილს, ის კი კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

"იუსტიციის სახლში ვიყავით გადასული, რომ ხელი გაეწერათ, ის ბათუმში უნდა დახვედროდა ხოლო ჩემი გოგო აქედან, სკაიპით აწერდნენ ხელს. სინამდვილეში არ მოხდა მასე, იმალებოდა თურმე შიგნით, როგორც კი შევიდა გოგო დანა დაურტყია", - აცხადებს მოკლულის მამა მთავარი არხის ჟურნალისტებთან საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×