რეზონანსი
18.02.2020

 (რეზონანსი) დღეს, მოძრაობა 20/30-იანელებმა, რუსთაველის თეატრის წინ, ბიძინა ივანიშვილის ვარსკვლავი გახსნეს. ამ გზით, აქტივისტებმა, "ქართული ოცნების" ლიდერს დაბადების დღე მიულოცეს.

"შეხედეთ რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა იმიტომ, რომ დღეს ბატონი ბიძინას დაბადების დღეა. მინდა მივულოცო დაბადების დღე, ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და დღეგრძელობა. როგორც იცით, ქართული კულტურა ბატონი ბიძინას წყალობით ცოცხლობს, ის უხდის მსახიობებს ხელფასებს, გაზის ფულს, დენის ფულს, ისინი კი მხოლოდ ერთმანეთს უხსნიან ვარსკვლავებს და ბატონი ბიძინა სულ დაივიწყეს, ამიტომ ჩვენ დღეს გავუხსენით ბატონ ბიძინას ვარსკვლავი, რადგაბ ის ამას ისევე იმსახურებს, როგორც მთაწმინდაზე დაკრძალვას" - ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ნადარაია.

ვარსკვლავის გახსნის შემდეგ, ადგილზე, რუსთაველის თეატრის წარმომადგენელი მივიდა, ბიძინა ივანიშვილის სახელობის ვარსკვლავი ააძრო და გადააგდო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×