რეზონანსი
18.02.2020

კოლორადოში, სათხილამურო კურორტ ვაილზე 46 წლის ნიუჯერსელი მოთხილამურე ჯეისონ ვარნიში გარდაიცვალა. ის საბაგიროთი გადაადგილდებოდა, როდესაც ქურთუკი სკამის ნაწილს გამოედო და მსხვერპლს კისერზე ისე მოუჭირა, რომ მან სუნთქვა ვეღარ შეძლო.

ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც საბაგიროს მგზავრმა სავარძელი გახსნა და ამ დროს ქურთუკის ნაწილი მასში მოჰყვა და კისერზე მჭიდროდ შემოეხვია. სავარძლის მოაჯირი ჰაერში აწეული დარჩა, მგზავრი კი სავარძელზე იჯდა და ქურთუკის გახსნას ცდილობდა. ამის შესახებ საბაგიროს სადგურის თანამშრომელმა განაცხადა. მისი გარდაცვალება ასფიქსიამ გამოიწვია.

წყარო: „რეპორტ.ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×