
როგორც ცნობილი გახდა,ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე "15 05" მოქალაქეები ანგარიშზე თანხის არ არსებობის შემთხვევაში ვერ შეძლებენ დარეკვას.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ეს ფაქტი არაფერში არ წერია. „ეს არის აღმაშფოთებელი, ეს არის საკუთარი ხალხის უგულებელყოფა. ცხელი ხაზის ფუნქციაა, რომ ხალხი რეკავს მაშინ, როდესაც უჭირს. იგივეა ხანძრის დროს ფასიანი იყოს სამაშველო და ადამიანმა ვერ დარეკოს. თუ ეს ფასიანი გახდა, ეს არის ჩვეულებრივი კომერციული მომსახურება. ეს არის უპასუხისმგებლო, გაუთვლელი გადაწყევტილება"-აცხადებს ჩიხლაძე.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავჯდომარე აკაკი ზოიძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ მას ამის შესახებ არასდროს სმენია და ეს გადაწყვეტილება უპრიანი ნამდვილად არ არის.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ დარეკვა მობილური ოპერატორიდან ყოველთვის ფასიანი იყო, ხოლო ქალაქის ნომრიდან დაკავშირება ფასიანი ახლახანს გახდა, რასაც კომპანია „სილქნეტი" განსაზღვრავს.
წყარო: “კომერსანტი“