რეზონანსი
18.02.2020

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დედოფლისწყაროში, კომპანია „ფრონტერასთან" დილიდან ხმაურია.

მათივე ცნობით, ე.წ. ნავთობშემკრების ტერიტორიაზე "ფრონტერას" უკვე ყოფილი თანამშრომლები იმყოფებიან და საგანგებოდ ტერიტორიიდან გასატანად გამზადებული ცისტერნების ნავთობით დატუმბვას ეწინააღმდეგებიან.

„ადგილზე თბილისიდან დღეს დილიდან სამი ტრაილერი ჩაიყვანეს, თანამშრომლები ამბობენ, რომ მოპოვებული ნავთობის ნაშთის გატანის საშუალებას კომპანიას მანამდე არ მისცემენ, სანამ 11 თვის სახელფასო დავალიანებას არ გაისტუმრებს. კიდევ ერთი მოთხოვნა სამსახურიდან ხელფასის მოთხოვნის გამო გათავისუფლებული 84 თანამშრომლის აღდგენაა.

ადგილზე იმყოფებიან და პროტესტს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×