რეზონანსი
18.02.2020

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" დღევანდელ პლენარულ სხდომას, სადაც კენჭს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უყრიან, ბოიკოტს უცხადებს.

როგორც ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, შოთაძის დანიშვნაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული და პარლამენტი მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს.

„ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" ამ პლენარულ სხდომას ბოიკოტს ვუცხადებთ, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის კენჭისყრა უნდა მოხდეს. ვთვლით, რომ ირაკლი შოთაძის მეორედ მობრუნება, მითუმეტეს ამ სახით, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული და პარლამენტი ნოტარიუსის ფუნქციით გამოვიდა, მიუღებელია და ამ პროცესს ვემიჯნებით, რასაც ბოიკოტის სახით გამოვხატავთ," - განაცხადა კობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×