რეზონანსი
18.02.2020

200 „ნაცის" სტვენა საქართველოში სიბნელეს ვერ დააბრუნებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არანაირი კრიზისი არ არის, არამედ კრიზისი არის „ნაციონალურ მოძრაობაში".

„ადრე 200 „ნაცი" იდგა ამ აქციებზე ხოლმე და 150 სად გაქრა, ვერ გავიგე, ბუნებრივია, 200 „ნაცის" სტვენა საქართველოში სიბნელეს ვერ დააბრუნებს, ეს არის მარტივი რეალობა. არავითარი კრიზისი არ არის, „ნაცმოძრაობას" უნდა, რაღაცნაირად აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტვენით ცდილობენ ამის გაკეთებას. ხედავთ, არანაირი რესურსი არ აქვთ და ეს მიანიშნებს, რომ არანაირი კრიზისი არ არის, კრიზისი არის „ნაციონალურ მოძრაობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიციის ნაწილი კი, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავს.

წყარო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×