
გუშინ 20 წლის გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში გარდაიცვალა. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს, სადაც ბავშვობა გაატარა. ვარაუდობენ, რომ მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი თრომბი გახდა.
ენგიბარიანები წლების წინ სამტრედიაში ცხოვრობდნენ. ოჯახს სამი ქალიშვილი ჰყავს და ისინი მოსკოვში საცხოვრებლად 15 წლის წინ გადავიდნენ, თუმცა მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. ანა ენგიბარიანი მოსკოვის პლეხანოვის სახელობის ეკონომიკურ უნივერსიტეტში მეორე კურსის სტუდენტი იყო.
ახლობლები სამწუხარო კომენტარებს წერენ:
"ეს რა უბედურებაა... გუშინ დაბადების დღე მივულოცე და დღეს ოჯახის მწუხარებას ვიზიარებთ... ანანო სიტყვები არ მყოფნის, უსაზღვრო ტკივილია ყველასთვის, ვინც შენ გიცნობდა".
"თავის დაბადების დღეზე გარდაიცვალა... რა ბედის უკუღმართობაა, ასე ახალგაზრდა და ლამაზი... ღმერთო დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი" - წერენ ახლობლები და მეგობრები კომენტარებში.