რეზონანსი
18.02.2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ეზოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჟურნალისტები ხელს უწყობენ მომიტინგეებს პერფორმანსების დადგმაში.  

„დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა არის არჩილ თალაკვაძის ანგარიში და სჯობს, მოუსმინონ პარლამენტის თავმჯდომარეს, სინამდვილეში რას აკეთებს პარლამენტი და როგორ მუშაობს. უამრავ საქმეს აკეთებს პარლამენტი და მოქალაქეების საჭიროებაზე ორიენტირებულ უამრავ კანონპროექტს იღებს. სჯობს, ამას მოუსმინონ. ერთ მომიტინგეზე მოდის ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და ათი პოლიციელი. უკვე უხერხულია. ამ ადამიანებს შეგნებულად თუ შეუგნებლად ჟურნალისტები ეხმარებიან, რომ პერფორმანსები დაიდგას, ამიტომ ამობრძანდით პარლამენტში და ყველაფერზე გიპასუხებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×