რეზონანსი
18.02.2020

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარება მცირდება, - ამის შესახებ ნათქვამია თიბისი კაპიტალის მიერ ღვინის სექტორის კვლევაში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყოველწლიურად ღვინის მოხმარება სტაბილურად მცირდება 2010 წლის შემდეგ, როდესაც ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების მოცულობა 29 ლიტრს შეადგენდა. 2019 წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 20 ლიტრს ჩამოსცდება.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ მონაცემებით, ერთი ქართველი ადამიანი (+15) 2016 წელს 24,6 ლიტრ ღვინოს მოიხმარდა“, - წერია კვლევაში.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, დოკუმენტის მიხედვით, მოხმარების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ჩინეთში. ასევე ღვინის მოხმარება იზრდება დიდ ბრიტანეთში, იაპონიასა და ჩეხეთში. აშშ-სა და გერმანიაში კი მოხმარების დონე არ შეცვლილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×