რეზონანსი
18.02.2020

14 თებერვალს, 20 წლის სამტრედიელი გოგონა „აჭარულის“ ცეკვის დროს გარდაიცვალა. შემთხვევა მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც ანა ენგიბარიანი საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ გულის შეტევა სახელდება.

მისი ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში სწორედ დაბადების დღეს ეძღვნება.

„20 წელიც შემომეპარა“ - წერდა ანა. 

 „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, რესტორანი სადაც ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა მამამისის, მიშა ენგიბარიანის საკუთრება იყო.

ანა ერგიბარიანი სამტრედიაში დაიბადა და 15 წლის წინ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. გარდაცვლილი პროფესიით ეკონომისტი იყო და 2017 წლიდან რუსეთის ეკონომიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×