რეზონანსი
18.02.2020

20 წლის სამტრედიელი გოგონა მოსკოვში აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მას საქმრო ჰყავდა და დაქორწინებას უახლოეს პერიოდში გეგმავდნენ.

"ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ტრაგედიამ შავებით შემოსა გარი ენიგბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი, წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს, სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს" - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.

რა გახდა 20 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ცხედარი საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×