რეზონანსი
17.02.2020

 (რეზონანსი) ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ჩინეთის მიღმა, დანარჩენ მსოფლიოში 694-ს მიაღწია. მათგან სამი დაიღუპა. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰან გებრეისუსმა განაცხადა.

„მონაცემები აჩვენებს COVID19-ის ახალი შემთხვევების შემცირებას. თუმცა ამ ტენდენციის ინტერპრეტირებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან, ის შეიძლება შეიცვალოს. ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ ეს კლება შეიძლება გაგრძელდეს. ჯერ კიდევ განიხილება ყველა სცენარი" - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში ინფიცირების 70 635 შემთხვევა დასტურდება, მათ შორის 1772 ლეტალური შედეგით. ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა 2051 ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი კლინიკური შემთხვევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×