
(რეზონანსი) საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ქართველი ავტომბროლელი მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა მისი ოჯახის წევრის, ავტოავარიაში გარდაცვლილი 15 წლის ნიკუშა ჯორჯაძის სახელზე ახალი ახალგაზრდული ბრენდი.
"ნიკუშას დაღუპვის შემდეგ გამუდმებით მხოლოდ ერთი რამე მეფიქრებოდა, როგორ უნდა იცხოვროს დედამ რომელმაც 15 წლის შვილი დაკარგა? არ ვიცი ვისთვის რა არის სიძლიერე, მაგრამ ჩემი აზრით ადამიანი ძლიერი მაშინ ხარ როცა იპოვი გზას რომლითაც შვილზე მზრუნველობას და მის რაღაცა ფორმით ფიზიკურ ყოფას გააგრძელებ.
ვგიჟდები შენზე SalomeGvelesiani როგორღაც მაინც მოახერხე, რომ შვილის ხასიათი და ცხოვრების სტილი ხელშესახები გაგეხადა და მალე ერთის ნაცვლად ათასობით ნიკუშა გეყოლება მისახედი და ჩასაცმელი. reckless - ესეთი სახელის ქვეშ დაიმალება მწარე რეალობა, ხოლო ფართო საზოგადოებას კი მოგვევლინება თინეიჯერებისთვის განკუთვნილი მოდური, პრაქტიკული და მოქნილი სამოსის სახით" - წერს მევლუდ მელაძე.
შეგახსენებთ, რომ "აგროჰაბის" მარკეტინგის მენეჯერის სალომე გველესიანის და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მევლუდ მელაძის შვილი ნიკა ჯორჯაძე, 16 წლის ასაკში ავტოავარიაში გარდაიცვალა.