რეზონანსი
17.02.2020

(რეზონანსი) ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, საჯარო სკოლაში ხანძარია.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი სკოლის მეორე სართულს და ჭერს უკიდია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სკოლიდან ევაკუირებული არიან მოსწავლეები და მასწავლებლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×