
საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს და ამბობს, რომ აქტიურ კონსულტაციებშია, თუმცა არ აკონკრეტებს ვისთან.
„ეს თქვენი სტილია, აქ რომ დაისვამთ ხოლმე და პირდაპირ ეთერში გეგმებს აყოლებთ ხოლმე. ეს არ მგონია, რომ სწორია, პოლიტიკოსმა ყველაფერი პირდაპირ ეთერში არ უნდა მოყვეს. მიკვირს ხოლმე, რომ გიყვებიან ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ. ახლა ვიწყებ პოლიტიკურ ოპოზიციასთან კონსულტაციებს, მინდა, იმ ძალასა და ერთობას დავეხმარო", - განაცხადა მარველაშვილმა.
რაც შეეხება სააკაშვილთან კომუნიკაციას, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი აღნიშნა:
„როცა საკითხი დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას ეხება, მზად ვარ ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას. მათ შორის სააკაშვილს, თუ მას ხედვა აქვს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით“.