რეზონანსი
16.02.2020

(რეზონანსი) გუდაურში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკაში განაცხადეს, ამჟამად პაციენტი რეანიმაციაში რჩება.

„პაციენტი გადმოყვანილია გუდაურიდან კატასტროფის ბრიგადის მიერ. აღენიშნება ცეცხლნასროლი ჭრილობები, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. ამჟამად პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციაში. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სამედიცინო ჩვენების მიხედვით, პაციენტს არ ესაჭიროება სხვაგან გადაყვანა, კლინიკას აქვს ყველანაირი რესურსი ამ სიმძიმის პაციენტისთვის", - განაცხადა მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, დავით ლოლაძემ.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შემთხვევა გუდაურში დღეს დილით მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი, მძიმედ დაიჭრა. დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღით არის ჩადენილი. არსებული ცნობით, დანმაშავეს ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში კითხავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×