რეზონანსი
16.02.2020

(რეზონანსი) 18 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში 17 თებერვალს მცირე თოვლია მოსალოდნელი. 18,19, 20 თებერვალს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს.

ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი ტემპერატურა, +2 - +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლიც კახეთის რეგიონში. კვლავ შენარჩუნდება ღამით ყინვები. დასავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე მოიმატებს.

დღეს ღამით, თბილისში -3 გრადუსი იქნება. ხვალ დღისით კი მცირე, ხანმოკლე თოვლი და ნისლი იქნება შესაძლებელი თბილისში. შესაძლოა ყველგან არც იყოს. ჰაერის ტემპერატურა კი +6 გრადუსამდე გათბება.

18 და 19 თებერვალს უნალექო ამინდია მთელს საქართველოში, დასავლეთში დღის ტემპერატურა +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში +13 გრადუსამდე. თბილისში 18 თებერვალს +10 გრადუსია მოსალოდნელი, 19 თებერვალს კი +14 გრადუსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×