რეზონანსი
16.02.2020

(რეზონანსი) კობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტი დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახურის უფროსმა, ვაკო დუნდუამ განაცხადა.

„დღეს დილით, 07:30 საათიდან განახლდა სამძებრო ოპერაცია 50-კაციანი შემადგენლობით. ჩავატარეთ ზონდირება, სადაც ჩამოწოლილი იყო ზვავი. 09:15 საათზე ნაპოვნი იყო ცხედარი, ახალგაზრდა გოგონასი, დაახლოებით 25 წლის. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ის ნამდვილად იყო აკრძალულ ზონაში და მით უმეტეს, არ ჰქონდა აღჭურვილობა, რაც უნდა ჰქონდეს გაუკვალავ თოვლში მოსრიალე ადამიანს",- განაცხადა ვაკო დუნდუამ.

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი გუშინ, დაახლოებით 13:00 საათისთვის ჩამოწვა. ტურისტთა ოთხკაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რამაც სავარაუდოდ ზვავის ჩამოწოლა გამოიწვია. ზვავმა ერთი ტურისტი მოიყოლა, დანარჩენები კი გადარჩნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×