რეზონანსი
15.02.2020

2014 წელს, ერთი ტონა ჰეროინის საქმეზე, სომხეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. ავთანდილ მარტიაშვილი სომხეთის სასამართლომ გაათავისუფლა. ექვსწლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, პირველი კომენტარი ავთანდილ მარტიაშვილმა საქართველოს პირველ არხს მისცა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ავთანდილ მარტიაშვილი საქართველოში რეგისტრირებულმა თურქულმა კომპანიამ მძღოლად დაიქირავა. 2013 წელს, ერთ-ერთი გადაზიდვის დროს, სომხეთ-ირანის საზღვარზე, მარტიაშვილის ავტომობილი გააჩერეს და მასში ერთ ტონამდე ჰეროინი აღმოაჩინეს. მარტიაშვილი ადგილზე დააკავეს, მისი დამქირავებელი თურქეთის მოქალაქე ოსმან უღურლუ კი, მიიმალა, თუმცა მალე დააკავეს და ბრალი აღიარა. ასევე, ითქვა, რომ ქართველმა მძღოლმა ნარკოტიკის არსებობის შესახებ არ იცოდა. მიუხედავად ამისა, მარტიაშვილს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×