რეზონანსი
15.02.2020

ბახმაროში დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომის სახურავი ჩაინგრა. როგორც imedinews-ს ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მისივე თქმით, ინციდენტის დროს სადგომზე ერთი ვერტმფრენი იდგა, რომელიც კერძო კომპანიას ეკუთვნის და ტურისტებს ემსახურება.

„დღეს დილით დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომის სახურავი ჩაინგრა. ვერტმფრენი, რომელიც სადგომზე იყო გაჩერებული, დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ახლა ბახმაროში თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აჭარბებს", - განაცხადა კუჭავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×