რეზონანსი
15.02.2020

ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის გამო, გზებზე ავტომობილების მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა. სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, უკვე მეორე დღეა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” დასუფთავების სამსახური მუნიციპალიტეტებში გზების გაწმენდით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. 

ამ მომენტისთვის ორივე რეგიონში მოძრაობა სრულად აღდგენილია და გაწმენდილია, როგორც ცენტრალური გზები, ასევე ჭიათურის მიმდებარე სოფლები: ითხვისი, დარკვეთი, შუქრუთი, ავარიონის, კოროხნალისა და საფარის დასახლებები.

 კომპანიის მიერ კონკრეტულ ლოკაციებზე გზების გასაწმენდად მობილიზებულია 5 ერთეული სპეცტექნიკა: ორი გრეიდერი, ერთი მარილმომყრელი და ორი მტვირთავი. “ჯორჯიან მანგანეზი” გზის გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე დღეებშიც განახორციელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×