რეზონანსი
15.02.2020

რიკოთის უღელტეხილზე, უბისას მონაკვეთზე, ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებზე დაშავებილი სამი მუშაიდან ერთი მდგომარეობა კრიტიკულია.

65 წლის ვალერი ბანცაძე მოტეხილობებით გუშინ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს.

მედიკოსების თქმით, პაციენტს 7 ნეკნი აქვს მოტეხილი. მომხდარს იმერეთის პროფკავშირების წარმომადგენლები ეხნაურებიან, მათი განმარტებით ადგილზე სამუშაოები შრომის უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით მიმდინარეობს.

„ზუსტად რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ამბობენ, რომ თოვლის საფარმა დააზიანაო, რაც გამორიცხულია, ხუთსანტიმეტრიანი თოვლი როგორ დააზიანებდა შენობას? სავარაუდოდ, არ იყო სამუშაოები სწორად შესრულებული", - ამბობს პროფკავშირის წარმომადგენელი ვიტალი გიორგაძე.

მისი თქმით, შენობაში, სადაც შემთხვევა მოხდა, მუშები ძირითადად, შედუღებით სამუშაოებს აწარმოებდნენ.

უბისასთან ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია „ჩინეთის გზებისა და ხიდების მშენებლობის ჯგუფი" ახორციელებს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×