
ერთ დღე-ღამეში ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიღწია. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში, დღემდე, ვირუსით დაინფიცირების 66 492 შემთხვევაა დადასტურებული.
ჩინური მედიის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც საახალწლო არდადაგების შემდეგ პეკინში ბრუნდებიან, ვალდებული არიან 14 - დღიანი კარანტინი გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში - კანონის წინაშე პასუხს აგებენ.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ვირუსით დაინფიცირების 450-მდე შემთხვევაა დადასტურებული. გუშინ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეში. რაც შეეხება გარდაცვლილებს, დღემდე, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ვირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევაა დადასტურებული: იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში.