რეზონანსი
15.02.2020

ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალი მოყინულია, რის გამოც, რამდენიმე ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ერთ-ერთი ავტოავარია სოფელ ეწერთან მოხდა, სადაც სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდნენ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე საპატრულო პოლიცია არის მობილიზებული და ავტომობილების ნაკადს აკონტროლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×