რეზონანსი
14.02.2020

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე იტალიური ტიპის ეზოში სახლის მიშენებაში ხანძარი გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 3 კვადრატული მეტრი ფართობის ჭერი დაიწვა.

უწყების ინფორმაციით, შენობიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, მათგან ერთ-ერთი მსუბუქად არის დაშავებული და სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×